სეკვენსერი
რა არის სეკვენსერი?
სეკვენსერი განსაზღვრავს, თუ რომელი ტრანზაქცია უნდა აღსრულდეს პირველად და აერთიანებს ოპერაციებს ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილ პაკეტებად. უფრო კონკრეტულად, ეს არის
მეორე დონის ქსელის, როგორც წესი, როლაფის კომპონენტი, რომელიც იღებს მომხმარებლების ტრანზაქციებს, განსაზღვრავს მათ თანმიმდევრობას და აერთიანებს ჯგუფებად, სანამ ისინი საბაზისო პირველი დონის ბლოკჩეინზე განთავსდება.
ბევრ
როლაფზე მომხმარებელი ტრანზაქციას პირდაპირ სეკვენსერს უგზავნის, მოლოდინის საჯარო სივრცეში განთავსების ნაცვლად. სეკვენსერი ამოწმებს ტრანზაქციის ვალიდურობას, განსაზღვრავს მის ადგილს თანმიმდევრობაში და ხშირად დაუყოვნებლივ აღასრულებს მას მეორე დონის ქსელის მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად. ეს სეკვენსერს საშუალებას აძლევს მომხმარებელს სწრაფად მიაწოდოს „წინასწარი დადასტურება“ იმისა, რომ ტრანზაქცია მიღებულია. ეს ხდება პირველ დონეზე საბოლოოდ დადასტურებამდე დიდი ხნით ადრე.
შემდეგ სეკვენსერი ტრანზაქციიებს აერთიანებს ერთ
ბლოკშიშეკუმშული მონაცემების სახით და ამ პაკეტს პირველი დონის ბლოკჩეინზე განათავსებს. მას შემდეგ, რაც პაკეტი პირველი დონის ბლოკჩეინზე ჩაიწერება, სეკვენსერის მიერ განსაზღვრული თანმიმდევრობა როლაფის მუდმივი ისტორიის ნაწილი ხდება. ოპერაციების ამგვარ პაკეტებად გაერთიანება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც როლაფებს საკომისიოების შემცირების საშუალებას აძლევს.
იმის გამო, რომ სეკვენსერი განსაზღვრავს ტრანზაქციების თანმიმდევრობას, მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქსელის მუშაობაზე. დღეს ბევრ როლაფში გამოიყენება ერთი, ოპერატორის მიერ კონტროლირებადი სეკვენსერი, რაც ეფექტიანია, თუმცა წარმოშობს ცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს: თუ სეკვენსერი მუშაობას შეწყვეტს, ქსელის ფუნქციონირება შეიძლება შეფერხდეს, ხოლო ტრანზაქციების თანმიმდევრობის მაკონტროლებელმა პირმა, თეორიულად, მათი თანმიმდევრობის შეცვლით შეიძლება მიიღოს
მაქსიმალური ამოღებადი ღირებულება (MEV). სწორედ ამიტომ, სეკვენსერის დეცენტრალიზაცია, მაგალითად, საერთო ან მონაცვლეობითი სეკვენსერების გამოყენებით, განვითარების აქტიურ მიმართულებას წარმოადგენს.
ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის სეკვენსერი, როგორც წესი, შეუმჩნეველია: სწორედ მისი წყალობით არის როლაფებზე ტრანზაქციები სწრაფი და იაფი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს სიჩქარე შესაძლოა დამოკიდებული იყოს ერთი ოპერატორის კეთილსინდისიერ მოქმედებაზე, ყოველ შემთხვევაში უფრო დეცენტრალიზებული მოდელების ფართოდ დანერგვამდე.