მარკეტ-მეიკერები მყიდველებს და გამყიდველებს შესაძლებლობას აძლევს ოპტიმალურ ფასად ივაჭრონ სხვადასხვა აქტივებით, როგორიცაა აქციები, ვალუტები და საქონელი. მათი დანიშნულებაა მყიდველის ფუნქციის შესრულება, რომლებიც ყიდულობენ აქტივებს მიმდინარე საბაზრო ფასად.
AMM-ების პოპულარობა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, რომელთა შორისაა მათი სიმარტივე, დაბალი საკომისიოები და მომხმარებელზე მორგებული ფუნქციები. AMM-ის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი მისი ფასების განსაზღვრის ფორმულაა. მისი საშუალებით ხდება აქტივის ფასის კორექტირება პულში შემხვედრი მხარისთვის მისი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
ბაზრის ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად, AMM-ები ხშირად იყენებენ ფასის oracle-ებს, რომელთა მეშვეობით ხდება ცენტრალიზებული ბირჟებიდან აქტივების მიმდინარე ფასების შესახებ მონაცემების მიღება. თუ AMM-ის მიერ წარმოდგენილი ციფრული აქტივის ფასი განსხვავდება ცენტრალიზებულ პლატფორმაზე დაფიქსირებული საბაზრო ფასისგან, ეს იძლევა არბიტრაჟის განხორციელების შესაძლებლობას.
ეს არის ციფრული მონაცემების ავთენტურობისა და მთლიანობის ვერიფიკაციისთვის განკუთვნილი კრიპტოგრაფიული ინსტრუმ...
SRC-20 ტოკენები იყენებენ Bitcoin მარკების ტექნოლოგიას Bitcoin-ის ბლოკჩეინის გამოყენების გზების რაოდენობის გ...
კრიპტოს „შიშის“ და „სიხარბის“ ინდექსი გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს სხვადასხვა ინდიკატორს კრიპტოვალუ...